მევლუთ ჩავუშოღლუ ბულგარეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ვეჯდი რაშიდოვს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ დედაქალაქ ანკარაში საგარეო საქმეთა სამინისტროში ბულგარეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ვეჯდი რაშიდოვს შეხვდა

1920987
მევლუთ ჩავუშოღლუ ბულგარეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ვეჯდი რაშიდოვს შეხვდა
hamid karzai-cavusoglu.jpg
bulgaristan ulusal meclisi baskani rasidov-cavusoglu.jpg

საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ დედაქალაქ ანკარაში საგარეო საქმეთა სამინისტროში ბულგარეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ვეჯდი რაშიდოვს შეხვდა.

ჩავუშოღლუმ Twitter-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ რაშიდოვთან შეხვედრისას მათ განიხილეს თურქეთსა და ბულგარეთს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობა.

საგარეო საქმეთა სამინისტროში მევლუთ ჩავუშოღლუ ასევე შეხვდა ავღანეთის ყოფილ პრეზიდენტს ჰამიდ კარზაის.

ჩავუშოღლუმ კარზაისთან შეხვედრის შესახებ განცხადება Twitter-ზე გააკეთა და მასში ნათქვამია: „ჩვენ გავაგრძელებთ ავღანელი ხალხის თანადგომას და ქვეყნის სტაბილურობისათვის მხარდაჭერას“.



მსგავსი ინფორმაციები