დიარბაქირში აფეთქების შედეგად  რვა პოლიციელი დაშავდა

დიარბაქირში სპეცრაზმის მანქანის გავლის დროს მომხდარი აფეთქების შედეგად  რვა პოლიციელი დაშავდა

1919575
დიარბაქირში აფეთქების შედეგად  რვა პოლიციელი დაშავდა

დიარბაქირში სპეცრაზმის მანქანის გავლის დროს მომხდარი აფეთქების შედეგად  რვა პოლიციელი დაშავდა.

დიარბაქირ-მარდინის გზატკეცილის იეშილ ვადის მონაკვეთში სპეცრაზმის სამსახურებრივი მანქანის გადასვლისას აფეთქება მოხდა.

სიტუაციის შეტყობინებისთანავე შემთხვევის ადგილზე ბევრი სამედიცინო და პოლიციის ეკიპაჟი იქნა მობილიზებული.

აფეთქების შედეგად დაშავებული რვა პოლიციელი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ განაცხადა, რომ ორი ეჭვმიტანილი დააკავეს.

ცნობილი გახდა, რომ დაშავებული პოლიციელების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.



მსგავსი ინფორმაციები