პრეზიდენტი ერდოღანი თურქმენეთში მიემგზავრება

პრეზიდენტი ერდოღანი თურქმენეთში მიემგზავრება

1918031
პრეზიდენტი ერდოღანი თურქმენეთში მიემგზავრება

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, 13-14 დეკემბერს თურქმენეთს ეწვევა, სადაც თურქეთ-აზერბაიჯან-თურქმენეთის პრეზიდენტების პირველი სამიტი გაიმართება. თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თურქმენეთის პრეზიდენტის სერდარ ბერდიმუჰამედოვის მოწვევით, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ქალაქ ავაზაში გასამართ, თურქეთ-აზერბაიჯან-თურქმენეთის პრეზიდენტების პირველი სამიტს დაესწრება. ამავე ინფორმაციით, სამიტზე განიხილება სამ მეგობარ და მოძმე ქვეყანას შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიზნით გადასადგმელი ნაბიჯები, განსაკუთრებით ვაჭრობის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროში. ასევე გაიმართება ორმხრივი მოლაპარაკებებიც.



მსგავსი ინფორმაციები