თურქეთი აშშ-ს F-16-ებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს

თურქეთი აშშ-ს F-16-ებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს

1916026
თურქეთი აშშ-ს F-16-ებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ წარდგენილი კანონპროექტი, რომლებიც თურქეთისთვის F-16-ის მოიერიშე თვითმფრინავების მიყიდვის გართულებას ისახავდა მიზნად და თავდაცვის ბიუჯეტის კანონპროექტიდან მთლიანად  იქნა ამოღებული, დადებითი ნაბიჯია.

ჩავუშოღლუმ აღნიშნული განცხადება, მოლდოვის ვიცე-პრემიერ და საგარეო საქმეთა მინისტრ, ნიკუ პოპესკუსთან გამართული პირისპირი შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრესკონფერენციის დროს, კითხვა-პასუხის ნაწილზე ჩავუშოღლუმ, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში თურქეთისათვის F-16-ების მიყიდვასთან დაკავშირებით შეფასებისას განაცხადა: „ეს ძალიან მომგებიანი ნაბიჯია ნატოსათვის. აქ კონგრესის როლიც მნიშვნელოვანია. საბოლოო ჯამში, პოზიტიური მოვლენაა. ჩვენ მივესალმებით ამას. ახლა უნდა დასრულდეს, ეს კანონი და უნდა დამტკიცდეს. უნდა დასრულდეს F-16-ების შეძენის და არსებულების  მოდერნიზაციის საკითხი“.

მეორეს მხრივ, ჩავუშოღლუმ დასძინა, რომ თურქეთმა ადრე მრავალჯერ განაცხადა, რომ F-16-ის შეძენას აზრი არ აქვს, თუ ის რაიმე პირობას ექვემდებარება.



მსგავსი ინფორმაციები