მუსტაფა შენთოფი ესტებან ლასო ერნანდესს შეხვდა

მუსტაფა შენთოფი ესტებან ლასო ერნანდესს შეხვდა

1915679
მუსტაფა შენთოფი ესტებან ლასო ერნანდესს შეხვდა

თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავჯდომარე, მუსტაფა შენთოფი, კუბის სახალხო ძალის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს ესტებან ლასო ერნანდესს შეხვდა. შეხვედრა დედაქალაქ ანკარაში გაიმართა. მუსტაფა შენთოფმა დელეგაციებს შორის გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ ორ ქვეყანას და ხალხებს ერთმანეთის მიმართ ახლო მეგობრული გრძნობები აქვთ, მიუხედავად გეოგრაფიული სიშორისა. შენთოფის თქმით, ამაში დიდი როლი ითამაშა ერთმანეთისადმი გამოვლენილმა პატივისცემამ. თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავჯდომარის განცხადებით, თურქეთსა და კუბას შორის ამდაგვარი ურთიერთობა, მრავალი ქვეყნისთვის სამაგალითო და ერთგვარი შთაგონების წყაროა.

„ჩვენ ვეწინააღმდეგებით უსამართლო და უკანონო სანქციებს, რომლებსაც კუბა ექვემდებარება შეერთებული შტატების ყველა პლატფორმაზე. ვიმედოვნებთ, რომ ეს არაადამიანური ემბარგო, რომელიც დიდ სირთულეებს ქმნის კუბისა და მისი ხალხის კეთილდღეობისთვის, მალე მოიხსნება“, განაცხადა შენთოფმა.

შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლის დროს, ესტებან ლასო ერნანდესმა, აშშ-ს მხრიდან მათი ქვეყნის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დროს, თურქეთს, მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა.



მსგავსი ინფორმაციები