ეროვნული უშიშროების საბჭომ გუშინდელი შეხვედრის შემდეგ განცხადება გამოაქვეყნა

ეროვნული უშიშროების საბჭომ გუშინდელი შეხვედრის შემდეგ განცხადება გამოაქვეყნა

1913665
ეროვნული უშიშროების საბჭომ გუშინდელი შეხვედრის შემდეგ განცხადება გამოაქვეყნა

ეროვნული უშიშროების საბჭომ (MGK) განაცხადა, რომ თურქეთის სამხრეთ საზღვრებზე განხორციელებული ოპერაციების ერთადერთი სამიზნე ტერორისტული ორგანიზაციებია და რომ რეგიონში არ დაუშვებენ არც ერთი ტერორისტული ორგანიზაციის არსებობას და საქმიანობას.

განცხადება, პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის თავმჯდომარეობით საპრეზიდენტო კომპლექსში გამართული ეროვნული უშიშროების საბჭოს შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა.

განცხადებაში აღინიშნა, რომ სხდომაზე, ტერორისტული ორგანიზაციების PKK/KCK-ს, PYD/YPG-ს, FETÖ-ს და DEAŞ-ის თაოსნობით, ეროვნული ერთიანობისა და სოლიდარობისთვის, მომავლისთვის საფრთხის შემქმნელი ყოველგვარი საფრთხისა და მუქარის წინააღმდეგ ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მონდომებითა და წარმატებით განხორციელებული ოპერაციების შესახებ საბჭოს ინფორმაცია მიეწოდა და ითქვა, რომ განიხილეს დამატებითი ზომები.

განცხადებაში ნათქვამია, რომ თურქეთის სამხრეთ საზღვრებზე განხორციელებული ოპერაციების ერთადერთი სამიზნე ტერორისტული ორგანიზაციებია და აღნიშნულია: „ჩვენი დიდი ერისა და ჩვენი უნიკალური ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, გაეროს წესდების 51-ე მუხლის ფარგლებში ჩვენი სამხრეთ საზღვრების გასწვრივ განხორციელებული ოპერაციების ერთადერთი სამიზნე ტერორგანიზაციებია, ჩვენს რეგიონში დაუშვებელია ნებისმიერი ტერორისტული ორგანიზაციის არსებობა და საქმიანობა, რომელთა სამიზნეც ჩვენი საზღვრები, ქალაქები, მოქალაქეები და უსაფრთხოების ძალებია და ხაზგასმით აღინიშნა, რომ ამისთვის საჭირო ყველა ნაბიჯი მტკიცედ გადაიდგმება“.

განცხადებაში, სადაც ხაზგასმულია, რომ თურქეთის შემრიგებლური და გულწრფელი მიდგომით გადაწყვეტაზე ორიენტირებული დიალოგის წინადადებების მიმართ გულგრილი საბერძნეთისგან ელიან არასამხედრო სტატუსის მქონე კუნძულების შეიარაღების თაოსნობით საერთაშორისო სამართლისა და შეთანხმებების დამრღვევი საქმინობის სასწრაფო შეწყვეტას, ასევე ნათქვამია, რომ მტკიცედ გაგრძელდება კვიპროსელი თურქების სამართლიანი დავის მხარდაჭერა, რომლებიც თურქული სამყაროს განუყოფელი ნაწილი არიან და საჭიროა სახვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა და ქვეყნებმა მსგავსი ნაბიჯები გადადგას.



მსგავსი ინფორმაციები