ჰულუსი აქარი ლოიდ ოსტინს ტელეფონით ესაუბრა

ჰულუსი აქარი ლოიდ ოსტინს ტელეფონით ესაუბრა

1913159
ჰულუსი აქარი ლოიდ ოსტინს ტელეფონით ესაუბრა

თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აქარი, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს ლოიდ ოსტინს ტელეფონით ესაუბრა. ეროვნული თავდაცვის სამინისტროდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჰულუსი აქარა-ლოიდ ოსტინს შორის გამართული სატელეფონო საუბრის დროს ორმხრივი, რეგიონული, თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხები იქნა განხილული. ამავე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს აქარმა და ოსტინმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ თურქეთი და შეერთებული შტატები ორი მნიშვნელოვანი მოკავშირეა. აქარმა სატელეფონო საუბრის დროს განმარტა, რომ თურქეთის კონტრტერორისტული ოპერაციები ტარდება თავდაცვის უფლების ფარგლებში, რომელიც გამომდინარეობს გაეროს წესდების 51-ე მუხლიდან. თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრის თქმით, მათ მიერ განხორციელებული ანტიტერორისტული ოპერაციების ერთადერთი სამიზნე, ტერორისტები გახლავთ.



მსგავსი ინფორმაციები