ერაყის ჩრდილოეთში კიდევ ერთი თურქი ჯარისკაცი დაიღუპა

ერაყის ჩრდილოეთში კიდევ ერთი თურქი ჯარისკაცი დაიღუპა

1913143
ერაყის ჩრდილოეთში კიდევ ერთი თურქი ჯარისკაცი დაიღუპა

თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ, ერაყის ჩრდილოეთში წარმოებული ანტიტერორისტული ოპერაციების ფარგლებში კიდევ ერთი თურქი ჯარისკაცი დაიღუპა.

საკითხთან დაკავშირებით ეროვნული თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია: „ჩვენი შეიარაღებული ძალების მიერ, ერაყის ჩრდილოეთში წარმოებული „კლანჭი-ბლოკირება“ სახელწოდების ანტიტერორისტული ოპერაციების ფარგლებში, ტერორისტებთან მომხდარი შეტაკების შედეგად ერთი ჯარისკაცი დაიღუპა.“

სამინისტრო თავის განცხადებაში დაღუპულის ოჯახს და შეიარაღებულ ძალებს სამძიმარსაც უცხადებს.

ამავე ინფორმაციით, შეტაკების შედეგად სამი ტერორისტიც იქნა ლიკვიდირებული.



მსგავსი ინფორმაციები