თურქეთმა ინდონეზიას სამძიმარი გამოუცხადა

ინდონეზიის დასავლეთ ჯავას პროვინციაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულების გამო თურქეთმა სამძიმრის განცხადება გააკეთა

1909135
თურქეთმა ინდონეზიას სამძიმარი გამოუცხადა

ინდონეზიის დასავლეთ ჯავას პროვინციაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულების გამო თურქეთმა სამძიმრის განცხადება გააკეთა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში მწუხარებაა გამოთქმული მიწისძვრის შედეგად უამრავი ადამიანის დაღუპვისა და დაშავების გამო.

„გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებთ დაღუპულთა ახლობლებს, მეგობარ და მოძმე ინდონეზიის ხალხს და მთავრობას, ხოლო დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“. - ნათქვამია განცხადებაში.

162 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა 5.6 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად, რომელიც მოხდა 10 კილომეტრის სიღრმეზე, ქალაქ ჩირანჯანის სამხრეთ-დასავლეთით 18 კილომეტრში.



მსგავსი ინფორმაციები