მევლუთ ჩავუშოღლუ მაროკოში მიემგზავრება

მევლუთ ჩავუშოღლუ მაროკოში მიემგზავრება

1908985
მევლუთ ჩავუშოღლუ მაროკოში მიემგზავრება

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ ხვალ, მაროკოში დასაწყებ, გაეროს ცივილიზაციათა ალიანსის ინიციატივის მე-9 გლობალურ ფორუმზე დასასწრებად ამ ქვეყანაში მიემგზავრება.

საკითხთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროდან გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: „მინისტრი ჩავუშოღლუ, მაროკოს ქალაქ ფესში გასამართ, გაეროს ცივილიზაციათა ალიანსის ინიციატივის მე-9 გლობალურ ფორუმზე დასასწრებად, რომელიც ჩატარდება 22-23 ნოემბერს, ამ ქვეყანაში მიემგზავრება. ფორუმზე სხვა მრავალ საკითხთან ერთად რასიზმის, დისკრიმინაციის, ქსენოფობიის და ისლამოფობიის თემები განიხილება. მინისტრი ჩავუშოღლუ ვიზიტის ფარგლებში ასევე ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს“.


საკვანძო სიტყვები: #მაროკო , #მევლუთ ჩავუშოღლუ

მსგავსი ინფორმაციები