G20-ის ლიდერების სამიტის შემდეგ პრეზიდენტმა ერდოღანმა პრესკონფერენცია გამართა

G20-ის ლიდერების სამიტის შემდეგ პრეზიდენტმა ერდოღანმა პრესკონფერენცია გამართა

1906825
G20-ის ლიდერების სამიტის შემდეგ პრეზიდენტმა ერდოღანმა პრესკონფერენცია გამართა

„ის ვინც, თითქოს და ტერორისტული ორგანიზაცია „დაეში“-ს წინააღმდეგ ბრძოლის მიზეზით სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებს უჭერს მხარს, დაღვრილი ყველა წვეთი სისხლისგან პასუხისმგებელია“, ასეთი განცხადება გააკეთა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ინდონეზიაში ჩატარებულ, „დიდი ოცეულის“ სამიტის შემდეგ მედია ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე.

პრეზიდენტმა ერდოღანმა, სტამბოლში მომხდარ ტერაქტზე გაამახვილა ყურადღება და დასძინა, რომ ყველა მეგობარი და მოკავშირე ქვეყნებისგან, თურქეთის სამართლიან ბრძოლაში გულწრფელ მხარდაჭერას ითხოვენ.

„რაც არ უნდა გააკეთონ, ვის უკანაც არ უნდა დაიმალონ, ტერორისტები ვერ გაექცევიან იმ მწარე ბედს, რომელიც მათ ელის. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის მომავალში რაიმე ფორმის ტერორიზმის ადგილი არ აქვს“ - განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.

მან პრესკონფერენციის დროს,  აშშ-დან F-16-ების მიწოდებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა: „ბატონმა აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ პოზიტიური მოვლენები არსებობს“.

პრეზიდენტმა ერდოღანმა, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის, თურქულენოვანი სახელმწიფოების თანამშრომლობის საბჭოს დამკვირვებლის სტატუსთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიმე ქვეყნისგან ნებართვის აღებას არ აპირებენ. ეს საკითხი დასრულებულია.

პრეზიდენტმა ერდოღანმა პოლონეთზე ჩამოვარდნილ რაკეტაზეც ისაუბრა და აღნიშნა: „მე პატივი უნდა ვცე რუსეთის მიერ გაკეთებულ განცხადებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა თქვას ‘ამას ჩვენთან არანაირი კავშირი არ აქვს’. ასევე ბაიდენის განცხადება, რომ რაკეტები რუსული წარმოების არ არის, ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ მას არაფერი აქვს საერთო რუსეთთან. კვლევა აუცილებელია“.

პრეზიდენტმა ერდოღანმა პრესკონფერენციის დროს მარცვლეულის დერეფანთან დაკავშირებითაც ისაუბრა და დასძინა: „ჩვენი მოლაპარაკებები მუდმივად გრძელდება და მჯერა, რომ ამ დროისთვის არანაირი პრობლემა არ არის. ჩვენ, ბატონ პუტინთან საუბრის დროს განვიხილავთ სასუქების და ამიაკის გადაზიდვებს. ჩვენ ვეცდებით, რომ ამ შეთანხმების ვადა გავზარდოთ 1 წლამდე“.



მსგავსი ინფორმაციები