თურქეთში ფართომასშტაბიანი სოციალური საბინაო მშენებლობის პროექტი დაიწყო

თურქეთში ფართომასშტაბიანი სოციალური საბინაო მშენებლობის პროექტი დაიწყო

1897539
თურქეთში ფართომასშტაბიანი სოციალური საბინაო მშენებლობის პროექტი დაიწყო

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ დღეიდან მათ დაიწყეს ახალი ურბანული დაგეგმარების ინიციატივა, რომელიც მოიცავს თურქეთის ყველა პროვინციას. პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნული განცხადება, თურქეთის მასიური ბინათმშენებლობის (TOKİ) კომპანიის მხრიდან ასაშენებელი  „ჩემი პირველი სახლი, პირველი სამუშაო ადგილი“ სახელწოდების ფართომასშტაბიანი სოციალური საბინაო პროექტის ფუნდამენტის ჩაყრის ცერემონიალზე სიტყვით ამოსვლის დროს განაცხადა.

პრეზიდენტმა ერდოღანმა დედაქალაქ ანკარის სინჯანის რაიონში გამართულ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას სოციალური საცხოვრებლის პროექტზე ისაუბრა.

მისი თქმით, პროექტის ფარგლებში პირველი ეტაპი 2 წლის განმავლობაში დასრულდება 250 ათასი საცხოვრებელი სახლი, ხოლო 2028 წლამდე, 500 ათასი საცხოვრებელი დასრულდება და მესაკუთრეებს გადაეცემა.



მსგავსი ინფორმაციები