ერდოღანი სამართლიანობისა და განვითარების პარტიის საპარლამენტო ჯგუფის შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა

პრეზიდენტი ერდოღანი სამართლიანობისა და განვითარების პარტიის თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის ჯგუფის შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა

1894973
ერდოღანი სამართლიანობისა და განვითარების პარტიის საპარლამენტო ჯგუფის შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სამართლიანობისა და განვითარების პარტიის თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის (TBMM) ჯგუფის შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა.

ერდოღანმა 24 თებერვლიდან მიმდინარე რუსეთ-უკრაინის ომის გამო ევროპაში ბუნებრივი გაზის მიწოდების პრობლემაზე ისაუბრა და აღნიშნა: „ამჟამად ევროპა ეძებს, სად მოიპოვოს ბუნებრივი აირი. საბედნიეროდ, თურქეთს ასეთი პრობლემა არ აქვს. ახლა თურქეთი იმედია იქნება ბუნებრივი აირის ხაზიც. ჩვენს ბოლო შეხვედრაზე შევთანხმდით ბატონ (რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ) პუტინთან ამ საკითხზე, მისივე სიტყვებით, ‘ევროპას შეუძლია ბუნებრივი აირი მიიღოს თურქეთიდან’“.

ერდოღანმა ეკონომიკის თაობაზეც გააკეთა შეფასებები და დასძინა: „ჩვენ გვაქვს ნაყოფიერი სეზონი ტურიზმში, 50 მილიონი ტურისტით და 40 მილიარდი დოლარის შემოსავალით ტურიზმიდან. ვემზადებით, რომ ეს კიდევ უფრო წინ წავიწიოთ“.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთმა, რომელიც გასულ წელს 11,4 პროცენტით გაიზარდა, მიაღწია 7,5 პროცენტიან ზრდის ტემპს მიმდინარე წლის პირველ ნახევარში და მოამზადეს ბიუჯეტი, რომელიც საშუალებას მისცემს თურქეთს შეინარჩუნოს იგივე ტემპი მომავალ წელს.

„დასაქმებამ მიაღწია უმაღლეს დონეს ჩვენს ისტორიაში და გადააჭარბა 31 მილიონს, ხოლო უმუშევრობა ერთნიშნა რიცხვამდე დაეცა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ“. - თქვა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მათ მოამზადეს ბიუჯეტი, რომლის საშუალებითაც ექსპორტი 250 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს.



მსგავსი ინფორმაციები