პრეზიდენტი ეროღანი CICA-ს მე-6 სამიტზე სიტყვით გამოვიდა

ასტანაში აზიაში თანამშრომლობისა და ნდობის აღდგენის ღონისძიებების შესახებ კონფერენციის მე-6 სამიტი (CICA) დაიწყო

1892260
პრეზიდენტი ეროღანი CICA-ს მე-6 სამიტზე სიტყვით გამოვიდა
erdogan kazakistan.jpg
sevket mirziyoyev-erdogan.jpg

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში აზიაში თანამშრომლობისა და ნდობის აღდგენის ღონისძიებების შესახებ კონფერენციის მე-6 სამიტი (CICA) დაიწყო.

პრეზიდენტი ერდოღანი სიტყვით გამოვიდა სამიტის გახსნაზე, რომელიც ყაზახეთის პრეზიდენტის ყასიმ ჯომართ ტოყაევის მასპინძლობით დამოუკიდებლობის სასახლეში დაიწყო.

ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსოფლიოში დგას პერიოდი, როდესაც ბალანსები შეიცვალა, სერიოზული გამოცდები დგას ბევრ სფეროში და რომ ამას ემატება ისეთი საფრთხეები, როგორიცაა ისლამოფობია და ქსენოფობია.

"სტრუქტურა, რომელიც ზრუნავს ერთი მუჭა უმცირესობის ბედნიერებაზე, რომლებიც მსოფლიოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის იგნორირებას ახდენს, უფრო სამართლიანი ახალი გაგებით უნდა იქნას ფორმირებული." - განაცხადა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ ტერორისტული ორგანიზაციების დახმარების, პროპაგანდისა და ახალი წევრების მოძიების აქტივობებში მონაწილეობის აღკვეთა უნდა მოხდეს ყოველგვარი გაჩევის გარეშე და დიდი მნიშვნელობა აქვს ავღანეთში ჰუმანიტარული მშვიდობის დამყარებას და მზარდი ტერორისტული მოქმედებების აღკვეთას. პრეზიდენტმა სამიტის მონაწილეებს ავღანეთის მხარდაჭერის გაგრძელებისკენ მოუწოდა.

„თურქეთი ხელს უწყობს მულტიმოდალურ სატრანსპორტო დერეფნებს და მხარს უჭერს თანამედროვე აბრეშუმის გზის აღორძინებას, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს“. - აღნიშნა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტმა ყაზახეთში შეხვედრა გამართა უზბეკეთის პრეზიდენტ შევქეთ მირზიოევთან.



მსგავსი ინფორმაციები