ერდოღანის განცხადებები საბერძნეთისა და სირიის შესახებ

პრეზიდენტმა ერდოღანმა პრესკონფერენცია გამართა ჩეხეთში, სადაც ის ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის შეხვედრაზე დასასწრებად იმყოფება

1889647
ერდოღანის განცხადებები საბერძნეთისა და სირიის შესახებ

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ საბერძნეთის ხელისუფლების პოლიტიკა სიცრუეს ეფუძნება და მწვანე შუქი აუნთო სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადთან შესაძლო შეხვედრას.

პრეზიდენტმა ერდოღანმა პრესკონფერენცია გამართა ჩეხეთში, სადაც ის ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის (AST) შეხვედრაზე დასასწრებად იმყოფება.

მისი თქმით, მსოფლიოში განვითარებული მოვლენები ცხადყოფს იმ ფაქტს, რომ თურქეთი არის საკვანძო ქვეყანა ევროკავშირისა და ევროპისთვის და დაამატა: „ჩვენ ვხედავთ, რომ კავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყანა თურქეთთან თანამშრომლობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების ნაცვლად დაძაბულობას ამძაფრებს. აქვე მინდა ხაზი გავუსვა შემდეგ პუნქტს; თურქეთს არც ერთი ქვეყნის სუვერენიტეტზე, მიწაზე, უფლებებსა და კანონებზე თვალი არ უჭირავს. ჩვენ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის და კვიპროსელ თურქების ინტერესების დასაცავად ვიბრძვით. ჩვენ არ გვინდა დაძაბულობა არავისთან, არცერთ მეზობელთან. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ გვსურს აღმოსავლეთ ხმელთაშუა და ეგეოსის ზღვის პრობლემები გადავჭრათ საერთაშორისო სამართლის ფარგლებში. საბოლოო გადაწყვეტისთვის საჭიროა კუნძულ კვიპროსზე ჭეშმარიტების აღიარება“.

თურქეთის წინააღმდეგ საბერძნეთის პროვოკაციული მცდელობების შესახებ დასმულ შეკითხვაზე ერდოღანმა დასახელების გარეშე საბერძნეთის პრემიერ -მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი გააკრიტიკა და თქვა: „ბატონი შეწუხებულა ჩემი ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სესიების დროს სოტყვით გამოსვლით. /…/. მათი პოლიტიკა სიცრუეს ეფუძნება. არ აქვთ პატიოსნება. ისინი არ არიან იქ, სადაც უნდა იყვნენ. როდესაც ჩვენ ვამბობთ, მოდი, შევიკრიბოთ, ისინი ამას არ ეთანხმებიან ზღვისპირა ქვეყნებთან ერთად. და ბევრი ქვეყანას შუაში რთავენ. /…/. საბერძნეთთანაც სალაპარაკო არაფერი გვაქვს, იმედი მაქვს დროთა განმავლობაში შეხვედრის შესაძლებლობა გვექნება“.

პრეზიდენტმა ერთ-ერთ შეკითხვაზე განაცხადა: „როცა დრო მოვა, ჩვენც შეგვიძლია წავიდეთ სირიის პრეზიდენტთან შეხვედრის გზაზე. ამ დროისთვის დაბალი დონის მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს“.



მსგავსი ინფორმაციები