ჩავუშოღლუ ნიუ-იორკში შეხვედრებს მართავს

საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ, მრავალი ორმხრივი შეხვედრა გამართა ამერიკის შეერთებული შტატებიის ქალაქ ნიუ-იორკში

1883537
ჩავუშოღლუ ნიუ-იორკში შეხვედრებს მართავს

გაერთიანებული ერების ირგანიზაციია 77-ე გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ, მრავალი ორმხრივი შეხვედრა გამართა ამერიკის შეერთებული შტატებიის ქალაქ ნიუ-იორკში.

მან ცალ-ცალკე შეხვედრები გამართა ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრ პენი ვონგთან, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ზბიგნევ რაუსთან, ესტონელ კოლეგა ურმას რეინსალუსთან და მალაიზიის საგარეო საქმეთა მინისტრ საიფიდუნ აბდულასთან.

მათ შორის, ვისთანაც ჩავუშოღლუმ ორმხრივი შეხვედრები გამართა, იყვნენ ირლანდიის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრი საიმონ კოვენი, მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკუ პოპესკუ, გვინეის საგარეო საქმეთა, საერთაშორისო თანამშრომლობის, აფრიკის ინტეგრაციისა და საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამოქალაქეთა საქმეთა მინისტრი მორისანდა კუიატე.

მევლუთ ჩავუშოღლუმ შვედეთისა და იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრების მასპინძლობით გამართულ გაეროს ახლო აღმოსავლეთში პალესტინელ ლტოლვილთა დახმარებისა სააგენტოს (UNRWA) შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. თურქი მინისტრი ასევე შეხვდა ლიბანის საგარეო საქმეთა მინისტრს აბდალა ბუ ჰაბიბის, ეთიოპიის ვიცე-პრემიერსა და საგარეო საქმეთა მინისტრს დემეკე მეკონენს და ალჟირის საგარეო საქმეთა მინისტრს რამტანე ლამამრას.



მსგავსი ინფორმაციები