პრეზიდენტმა ერდოღანმა აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე განვითარებული მოვლენები შეაფასა

პრეზიდენტმა ერდოღანმა აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე განვითარებული მოვლენები შეაფასა

1880104
პრეზიდენტმა ერდოღანმა აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე განვითარებული მოვლენები შეაფასა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სომხეთის აგრესიულ ქცევას შედეგები მოჰყვება. პრეზიდენტმა აღნიშნული შეფასება, დედაქალაქ ანკარაში ერთ-ერთი გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, სომხეთის მხრიდან 2020 წლის სამშვიდობო შეთანხმების დარღვევის შედეგია. სომხეთმა დაარღვია ის შეთანხმება, რომელიც მიღწეულ იქნა აზერბაიჯანის გამარჯვებით (ყარაბაღის) ომის დასრულების შემდეგ, ეს ვითარება მიუღებლად მიგვაჩნია. მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს, რომ როგორც ყოველთვის, ჩვენ ვდგავართ აზერბაიჯანელი ძმების მხარეს. მათი ეს დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, გამოიწვევს შედეგებს სომხური მხარისთვის, რომელიც არა მხოლოდ არ ასრულებს ხელმოწერილი ხელშეკრულების პირობებს, არამედ მუდმივად აგრესიულ დამოკიდებულებას ავლენს“, განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.



მსგავსი ინფორმაციები