ომერ ჩელიქი საბერძნეთს აფრთხილებს

ომერ ჩელიქი საბერძნეთს აფრთხილებს

1874847
ომერ ჩელიქი საბერძნეთს აფრთხილებს

სამართლიანობის და განვითარების პარტიის (AKP) პრესსპიკერმა ომერ ჩელიქმა განაცხადა, რომ საბერძნეთის მხრიდან თურქული მოიერიშეების შევიწროვებამ შესაძლოა სახიფათო შედეგები გამოიღოს. ომერ ჩელიქმა, გუშინ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შედმეგ პრესკონფერენცია გამართა.

ჩელიქმა პრესკონფერენციის დროს, 23 აგვისტოს საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე რუსული S-300-ებით თურქული მოიერიშეების შევიწროების საკითხიც შეაფასა და აღნიშნა: „ჩვენი თვითმფრინავის რადარის ჩაკეტვა ნატოს ლიტერატურაში მტრული მიდგომაა. მას შეიძლება მოჰყვეს არასასურველი შედეგები. მათი მხრიდან ჩვენი შეიარაღებული ძალების მიმართ რადარის ჩაკეტვა, დიდ არაფერს წარმოადგენს. მათ არ იციან ჩვენი შეიარაღებული ძალების სიდიდე და შესაძლებლობა. თურქეთსა და საბერძნეთს შორის პრობლემები შეიძლება გადაწყდეს მხოლოდ მაგიდასთან, მაგრამ ბერძნული მხარე ყოველთვის გაურბის ამას. თურქეთი დიდი დიპლომატიური სახელმწიფოა. ეს საკითხი არ არის ის, რაც შეიძლება გადაწყდეს რადარის ჩაკეტვით. თურქულ დიპლომატიას აქვს საკითხების გადაწყვეტის მაღალი უნარი. საბერძნეთის ამ ქმედებებს (თურქული თვითმფრინავების შევიწროება) შეიძლება ჰქონდეს საშიში შედეგები. ეს არის ის, რასაც მსოფლიო არასოდეს ისურვებს“.  



მსგავსი ინფორმაციები