თურქეთიდან, ავღანეთში მორიგი  „სიკეთის მატარებელი“ გაიგზავნა

თურქეთიდან, ავღანეთში მორიგი  „სიკეთის მატარებელი“ გაიგზავნა

1871971
თურქეთიდან, ავღანეთში მორიგი  „სიკეთის მატარებელი“ გაიგზავნა

თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფო რკინიგზის (TCDD) სატრანსპორტო სააქციო საზოგადოების (AŞ) გენერალური დირექტორატის და კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების სამმართველოს (AFAD) კოორდინაციით, დღეს ანკარის რკინიგზის სადგურიდან ავღანეთის მიმართულებით მორიგი, „სიკეთის მატარებელი“ გაიგზავნა. სიკეთის მატარებლის მიერ ავღანელებისთვის გადასატანი ჰუმანიტარული დახმარება, 10 სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან იქნა ორგანიზებული.

მატარებლის გაცილების ცერემონიალზე, სახელმწიფო რკინიგზის დეპარტამენტის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ჩეთინ ალთუნმ განაცხადა, რომ დღემდე ავღანეთში 5 ეტაპად 13 მატარებელი, 298 ვაგონი, 228 კონტეინერი, მთლიანობაში კი 5534 ტონა დახმარების მასალა იქნა გაგზავნილი. მისივე თქმით, დღევანდელ მატარებელს 69 ვაგონით, 1500 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გადააქვს.



მსგავსი ინფორმაციები