ერდოღანი: „ჩვენი მიზანია, ჩვენს გარშემო შევქმნათ მშვიდობისა და თანამშრომლობის ზონა“

ერდოღანი: „ჩვენი მიზანია, ჩვენს გარშემო შევქმნათ მშვიდობისა და თანამშრომლობის ზონა“

1871156
ერდოღანი: „ჩვენი მიზანია, ჩვენს გარშემო შევქმნათ მშვიდობისა და თანამშრომლობის ზონა“

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ, ჟანდარმერიის და სანაპირო დაცვის აკადემიის  ოფიცერთა და კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა: „ჩვენი მიზანია, ჩვენს გარშემო შევქმნათ მშვიდობისა და თანამშრომლობის ზონა და ეს დავიწყოთ ჩვენი ახლო მეზობლებიდან. თურქეთი არის ის ქვეყანა, რომელიც ავღანეთში არსებულ სამოქალაქო დაპირისპირებებს, იემენში მიმდინარე შეტაკებებს, სირიაში არსებულ მდგომარეობას, ბალკანეთში არსებულ დაძაბულ ვითარებას ყველაზე კარგად გრძნობს. ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ, რა ჩვენი საქმეა იერუსალიმში, იემენში, სირიაში, ერაყში და სხვა რეგიონებში მიმდინარე მოვლენები. ჩვენ არავის მიმართ არ ვართ მტრულად განწყობილი. ჩვენი მიზანია მშვიდობისა და თანამშრომლობის ზონის შექმნა ჩვენს გარშემო, დაწყებული ახლო მეზობლებით. თურქეთმა ნათლად გამოავლინა თავისი შუამავლის როლი, რუსეთ-უკრაინის ომში. რაც შეეხება ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, ჩვენ აღარ ველოდებით, რომ ტერორმა ჩვენს კარებს მოადგეს, პირიქით, ჩვენს, მას სათავეში ვანეიტრალებთ“.  



მსგავსი ინფორმაციები