თურქეთი, 26 აგვისტოს შვედეთთან და ფინეთთან შეხვედრას გამართავს

თურქეთი, 26 აგვისტოს შვედეთთან და ფინეთთან შეხვედრას გამართავს

1866912
თურქეთი, 26 აგვისტოს შვედეთთან და ფინეთთან შეხვედრას გამართავს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ 26 აგვისტოს შვედეთთან და ფინეთთან შეხვედრა გაიმართება.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩავუშოღლუმ აღნიშნული განცხადება გუშინ, დედაქალაქ ანკარაში გამართულ ელჩების მე-13 კონფერენციის ბოლო დღეს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ჩავუშოღლუმ სიტყვით გამოსვლის დროს თურქეთს, ფინეთსა და შვედეთს შორის გაფორმებულ სამმხრივ შეთანხმებას ნატოში, შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ შვედეთსა და ფინეთს ჯერ არ შეუსრულებიათ აღნიშნული დოკუმენტით ნაკისრი ვალდებულებები და არ უნახავთ რაიმე გადადგმული ნაბიჯი, ამ მიმართულებით.

ჩავუშოღლუმ ასევე აღნიშნა, რომ განცხადებები გაკეთდა შვედეთიდან და ფინეთიდან და დაინტერესებული პირები აცხადებდნენ, რომ მათ კარგი განზრახვები ჰქონდათ, მაგრამ თურქეთი მუდმივად გამოხატავდა სურვილს, ენახა კონკრეტული ნაბიჯები ამ ორი ქვეყნიდან.

„ჩვენ მათ შევთავაზეთ, რომ შეხვედრა გაგვემართა ივლისში, რადგან გვინდა ვნახოთ, რა ნაბიჯები გადაიდგა და რა არა. ჩვენი მხრიდან დროსთან დაკავშირებით რაიმე სახის ზეწოლა არ ყოფილა. რა თქმა უნდა, არის დროის ზეწოლა ტერორიზმთან ბრძოლაში, მაგრამ საბოლოო ჯამში, ისინი არიან ის ქვეყნები, რომლებსაც სურთ გახდნენ ნატოს წევრები. მათ შემოგვთავაზეს აგვისტოს თვე, იმედი მაქვს, ამ მექანიზმის პირველი შეხვედრა 26 აგვისტოს გაიმართება“, განაცხადა ჩავუშოღლუმ.



მსგავსი ინფორმაციები