ერდოღან-პაჰორის ერთობლივი პრესკონფერენცია

ერდოღან-პაჰორის ერთობლივი პრესკონფერენცია

1866334
ერდოღან-პაჰორის ერთობლივი პრესკონფერენცია

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი: „მჯერა, რომ ჩვენი სოლიდარობა, სლოვენიასთან მეგობრობისა და სტრატეგიული პარტნიორობის საფუძველზე გაძლიერდება ყველა სფეროში, მათ შორის ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში“.

პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნული განცხადება, ოფიციალური ვიზიტით ანკარაში მყოფ, სლოვენიის პრეზიდენტთან, ბორუტ პაჰორთან გამართული პირისპირი შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ ახლა, თურქეთსა და სლოვენიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს აღვნიშნავთ. ჩვენ ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა დიდ წვლილს შეიტანს რეგიონულ მშვიდობასა და სტაბილურობაში. მჯერა, რომ ჩვენი სოლიდარობა, რომელიც განვითარებულია მეგობრობის, ალიანსისა და სტრატეგიული პარტნიორობის საფუძველზე, გაძლიერდება ყველა სფეროში, მათ შორის თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებაში, უახლოეს პერიოდში“, განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.

პრესკონფერენციაზე ბორუტ პაჰორმა კი აღნიშნა: „ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობებში გადაუჭრელი პრობლემები არ არსებობს. ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა, როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ და სხვა სფეროებში შეიძლება ითქვას, რომ სამაგალითოა“.

პაჰორმა ბოლოს, რუსეთ-უკრაინის ომზეც გაამახვილა ყურადღება და დასძინა: „თუ ეს ომი მოსალოდნელზე მეტხანს გაგრძელდება, დაძაბულობა შესაძლოა სამხრეთით დასავლეთ ბალკანეთშიც გადაიზარდოს“.



მსგავსი ინფორმაციები