6 აგვისტოს დაჭრილი ჯარისკაცი დაიღუპა
6 აგვისტოს დაჭრილი ჯარისკაცი დაიღუპა
1865812
თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ, ერაყის ჩრდილოეთში წარმოებული ანტიტერორისტული ოპერაციების ფარგლებში კიდევ ერთი თურქი ჯარისკაცი დაიღუპა.
საკითხთან დაკავშირებით ეროვნული თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია: „ჩვენი შეიარაღებული ძალების მიერ, ერაყის ჩრდილოეთში წარმოებული „კლანჭი-ბლოკირება“ სახელწოდების ანტიტერორისტული ოპერაციების რეგიონში სეპარატისტი ტერორისტების მხრიდან 6 აგვისტოს ხელნაკეთი ბომბით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაჭრილი ჯარისკაცი, რომელიც მაშინვე იქნა საავადმყოფოში გადაყვანილი, ყველა მცდელობის მიუხედავად დაიღუპა.“
სამინისტრო თავის განცხადებაში დაღუპულის ოჯახს და შეიარაღებულ ძალებს სამძიმარსაც უცხადებს.