ჩავუშოღლუმ სტამბოლში ხელმოწერილ მარცვლეულის დერეფნის შეთანხმებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

ჩავუშოღლუმ სტამბოლში ხელმოწერილ მარცვლეულის დერეფნის შეთანხმებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

1863658
ჩავუშოღლუმ სტამბოლში ხელმოწერილ მარცვლეულის დერეფნის შეთანხმებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ სტამბოლში ხელმოწერილ მარცვლეულის დერეფნის შეთანხმებასთან დაკავშირებით განაცხადა: „პირველი მარცვლეულით დატვირთული გემი გაემგზავრა უკრაინიდან. ეს იყო პირველი გემი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის იყოს მდგრადი“.

ჩავუშოღლუმ აღნიშნულის შესახებ, მალაიზიის დედაქალაქ კუალა-ლუმპურში თავის კოლეგა სეიფედინ აბდულასთან შეხვედრის შემდეგ პარლამენტის შენობაში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„სტამბოლში ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრის შექმნის შემდეგ, პირველი გემი უკრაინის ოდესის პორტიდან გაემგზავრა რა, ბოსფორის სრუტეზე ერთობლივი კოორდინაციის ცენტრის წევრების მხრიდან შემოწმების შემდეგ ლიბანისკენ გაემართა. ეს იყო პირველი გემი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს მდგრადი. ამ ხელშეკრულების ხანგრძლივობაა 4 თვე. შესაბამისად, გახანგრძლივება მოხდება ავტომატურად 3-4 თვის შემდეგ, თუ წინააღმდეგობა არ იქნება. სანაცვლოდ, რუსეთი ასევე შეძლებს საკუთარი მარცვლეულის და მასთან დაკავშირებული პროდუქტების, მათ შორის სასუქების ექსპორტს. ეს გაკეთდა როგორც გარიგების ნაწილი. რაც შეეხება თურქეთის პოზიციას, რუსეთ-უკრაინის ომთა მიმართებაში, ჩვენ ყოველთვის ვიჩენთ იმის ძალისხმევას, ხომ ხანგრძლივი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება იქნას მიღწეული რა, ამისათვის შუამავლობისთვის მზად ვართ“, განაცხადა ჩავუშოღლუმ.



მსგავსი ინფორმაციები