თურქეთი უზბეკეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშრებით განცხადებას აკეთებს

თურქეთი უზბეკეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშრებით განცხადებას აკეთებს

1851910
თურქეთი უზბეკეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშრებით განცხადებას აკეთებს

თურქეთი, უზბეკეთს სიმშვიდისკენ მოუწოდებს. საგარეო საქმეთა სამინისტრო, უზბეკეთის ყარაყალპაკეთის ავტონომიურ რეგიონში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია: „ჩვენ სრული რწმენა გვაქვს, რომ უზბეკეთის მთავრობა და ხალხი მოვლენებს საღი აზრით და მშვიდობის ატმოსფეროში გადაწყვეტს. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, მეგობრისა და ძმის უზბეკეთის სტაბილურობასა და კეთილდღეობას, რომელთანაც საერთო ცივილიზაცია, კულტურა და ისტორიული კავშირები გვაკავშირებს. მომხდარი ინციდენტების შედეგად დაღუპულების ოჯახებს სამძიმარს ვუცხადებთ, დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“.

შეგახსენებთ, რომ უზბეკეთში მასობრივი არეულობა 1 ივნისიდან დაიწყო, როდესაც ხელისუფლებამ გამოაქვეყნა საკონსტიტუციო რეფორმა, რომლითაც ყარაყალპაკეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის აღწერიდან უნდა ამოეღოთ სიტყვა სუვერენული და ასევე იგეგმებოდა იმ მუხლის გაუქმება, რომელიც რესპუბლიკას უფლებას აძლევს, გავიდნენ უზბეკეთის შემადგენლობიდან.

მოვლენების განვითარების შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტი შავქათ მირზიოევი ორჯერ ჩავიდა ქალაქ ნუკუსში სადაც მოსახლეობას შეხვდა და პირობა დადო, რომ ყარაყალპაკეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის არ შეიცვლება.

მეორეს მხრივ, უზბეკეთის გენერალური პროკურატურის ცნობით მომხდარი დაპირისპირების შედეგად, 18 ადამიანი დაიღუპა, 243 კი დაშავდა. მათივე ცნობით, დაკავებულია 516 პირი.



მსგავსი ინფორმაციები