ჩავუშოღლუ: „შვედეთმა და ფინეთმა უნდა შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები“

ჩავუშოღლუ: „შვედეთმა და ფინეთმა უნდა შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები“

1851511
ჩავუშოღლუ: „შვედეთმა და ფინეთმა უნდა შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები“

შვედეთთან და ფინეთთან სამმხრივ მემორანდუმთან დაკავშირებით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა: „მათ ეს დოკუმენტი უნდა შეასრულონ, თუ არ შეასრულებენ, ნატოში არ შევიყვანთ“.

ჩავუშოღლუმ ერთ-ერთ კერძო ტელევიზიასთან ინტერვიუს დროს, დღის წესრიგთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა.

„დოკუმენტში, რომელიც ჩვენ მათ გადავეცით, დასტურდება, რომ PYD-ს და სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია PKK-ს შორი კავშირები არსებობს. ანალოგიურად, ჩვენ წარვუდგენთ დოკუმენტებს და მტკიცებულებებს იმ ტერორისტების შესახებ, რომლებსაც ისინი გადმოგვცემენ. აქ (დოკუმენტში) აშკარაა ტერორიზმის ყველა გამოვლინება, მათი განშტოებები და საქმიანობები, ყოველივე ამის შემდეგ, მათ უნდა შეასრულონ ამ მემორანდუმით ნაკისრი ვალდებულებები. თუ ისინი არ შეასრულებენ, ჩვენ მათ ნატოში არ შევიყვანთ“, განაცხადა ჩავუშოღლუმ.



მსგავსი ინფორმაციები