ერდოღანი: „შვედეთი თურქეთში 73 ტერორისტის ექსტრადირებას განახორციელებს“

ერდოღანი: „შვედეთი თურქეთში 73 ტერორისტის ექსტრადირებას განახორციელებს“

1850775
ერდოღანი: „შვედეთი თურქეთში 73 ტერორისტის ექსტრადირებას განახორციელებს“

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ შვედეთი, თურქეთში 73 ტერორისტის ექსტრადაციას განახორციელებს.

პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნული განცხადება, მადრიდში გამართულ ნატოს ლიდერთა სამიტის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.

„შვედეთი 73 ტერორისტის ჩვენს ქვეყანაში ექსტრადაციას განახორციელებს. ამჟამად 3-4 ტერორისტი გამოგვიგზავნეს, მაგრამ, ეს ჩვენთვის საკმარისი არ არის. რა თქმა უნდა, ჩვენი იუსტიციის სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ეროვნული დაზვერვის ორგანიზაცია გააკონტროლებს ამ საკითხს. ამიერიდან PKK-ს და ფეთჰულაჰის ტერორისტული ორგანიზაციის (FETÖ) წევრებს გაუჭირდებათ ტერორისტული პროპაგანდის გაკეთება, ჩვენს ქვეყანასა და მოქალაქეებზე თავდასხმა. შემდეგი პროცესი შვედეთსა და ფინეთს ეკუთვნის. თუ რაიმე შეცდომა იქნება დაშვებული, ჩვენს ხელთ დოკუმენტები არსებობს და რა თქმა უნდა ჩვენც შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ. სამიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების შედეგად ტერორისტული ორგანიზაციები PKK/PYD/YPG და FETÖ შეტანილ იქნა ნატოს ჩანაწერებში. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ეს საკითხი წერილობით დაფიქსირდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, PKK იყო ევროკავშირის ტექსტებში, მაგრამ YPG/PYD და FETÖ არა“, განაცხადა ერდოღანმა.

პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს, აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან გამართული შეხვედრაც შეაფასა და აღნიშნა, რომ შეხვედრაზე სირიაში სატვირთო ავტომობილებით ტერორისტებისთვის გაგზავნილი იარაღების საკითხიც დადგა რა, აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ბაიდენს განუცხადა, რომ ნატოს მოკავშირე თურქეთისთვის მსგავსი დამოკიდებულება ალიანსის სულისკვეთებას არ შეესაბამება.



მსგავსი ინფორმაციები