ფაჰრეთთინ ალთუნმა ნატოს სამიტი შეაფასა

ფაჰრეთთინ ალთუნმა ნატოს სამიტი შეაფასა

1850201
ფაჰრეთთინ ალთუნმა ნატოს სამიტი შეაფასა

პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ფაჰრეთთინ ალთუნმა ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გამართული ნატოს სამიტი შეაფასა.

„სამიტზე, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის,  ფინეთის პრეზიდენტ საული ნიინისტოსთან, შვედეთის პრემიერ-მინისტრ მაგდელენა ანდერსონთან და ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან ერთად მიღწეული იქნა კონკრეტული შეთანხმებები ტერორიზმთან მიმართებაში ჩვენს შეშფოთებასთან დაკავშირებით. ყველა მხარე დათანხმდა სრულ თანამშრომლობას ტერორისტული ორგანიზაცია PKK-ს და მისი განშტოებების წინააღმდეგ ბრძოლაში. შვედეთი და ფინეთი მზად არიან დადგნენ თურქეთის გვერდით ყველა ფორმის ტერორიზმის წინააღმდეგ და დადეს პირობა, რომ არ დაუჭერენ მხარს PYD/YPG-სა და FETÖ-ს. ამავდროულად მხარეები შეთანხმდნენ, რომ აღარ დააწესებენ ემბარგოებს ჩვენს თავდაცვის ინდუსტრიაზე და მხარს დაუჭერენ მას. ფინეთი და შვედეთი დათანხმდა, რომ ევროკავშირის სტრუქტურულ მუდმივ თანამშრომლობის შეთანხმებაში (PESCO) მხარი დაუჭიროს თურქეთს. მოხარულნი ვართ მათი კონსტრუქციული მიდგომით ჩვენი პრობლემების გადასაჭრელად. ჩვენ ვიმუშავებთ ნატოში მეტი ერთიანობის უზრუნველსაყოფად, მათ შორის ტერორიზმთან დაკავშირებით. თურქეთი მხარს უჭერს ალიანსში უფრო მეტ ერთიანობას უსაფრთხოების საერთო საკითხებში, მათ შორის ტერორიზმში“, აცხადებს ფაჰრეთთინ ალთუნი.



მსგავსი ინფორმაციები