იბრაჰიმ ქალინმა დღის წესრიგთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

იბრაჰიმ ქალინმა დღის წესრიგთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

1848423
იბრაჰიმ ქალინმა დღის წესრიგთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაჰიმ ქალინმა განაცხადა, რომ ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მონაწილეობით თურქეთის, ნატოს, შვედეთისა და ფინეთის სამიტი გაიმართება.

იბრაჰიმ ქალინმა ერთ-ერთ კერძო ტელევიზიასთან ინტერვიუს დროს დღის წესრიგთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გაკეთა.

„სამშაბათს, ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თხოვნით, ჩვენი პრეზიდენტის მონაწილეობით, გაიმართება თურქეთის, ნატოს, შვედეთის და ფინეთის სამიტი. ეს მოხდება ნატოს ლიდერთა სამიტის გამართვის წინ. მასზე დასწრება, არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ დავიხევთ ჩვენი პოზიციიდან. მოლაპარაკებები გრძელდება. მე ვუთხარი ჩემს ფინელ და შვედ კოლეგებს, თქვენ უარი თქვით 200 საუკუნის ნეიტრალიტეტის პოლიტიკაზე და გადაწყვეტთ სამხედრო ალიანსში გაწევრიანება. ამ ჰარმონიის მისაღწევად, თქვენ გჭირდებათ ძალიან სერიოზული ცვლილებების განხორციელება. თქვენი კანონმდებლობა და კონსტიტუცია მოითხოვს ცვლილებას. ჩვენ გვინდა, რომ იგივე ცვლილება აჩვენოთ PKK-სა და მის შვილობილი PYG/PYD-ს და მსგავსი სტრუქტურების წინააღმდეგ. ეს არ არის უფრო რთული და შეუძლებელი, ვიდრე ნებისმიერი სხვა ძირითადი პარადიგმის ცვლილება. ისინი ამბობენ, რომ გადადგამენ გარკვეულ ნაბიჯებს. ჩვენ კი მტკიცედ აღვნიშნეთ გარკვეულ და კონკრეტულ ნაბიჯებს შორის სხვაობა, რომელიც აუცილებლად უნდა გადაიდგას. ჩვენ გვინდა, რომ შვედეთმა და ფინეთმა მკაფიო და ცალსახა პოზიცია დაიკავონ ისეთი სტრუქტურების წინააღმდეგ, როგორიცაა PKK, PYD და YPG. ეს ასევე მოიცავს PYD-თან და YPG-თან ურთიერთობას სირიაში“, განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.

შეგახსენებთ, რომ ხვალ და ზეგ ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში ნატოს ლიდერთა სამიტი გაიმართება.



მსგავსი ინფორმაციები