ჰულუსი აქარი ბენ უოლასის შეხვდა

ჰულუსი აქარი ბენ უოლასის შეხვდა

1847611
ჰულუსი აქარი ბენ უოლასის შეხვდა

ეროვნული თავდაცვის მინისტრი, ჰულუსი აქარი ოფიციალური ვიზიტით ანკარაში მყოფ, დიდი ბრიტანეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრ ბენ უოლასის შეხვდა. ეროვნული თავდაცვის სამინისტროდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჰულუსი აქარი და ბენ უოლასი ჯერ პირისპირ შეხვდნენ ერთმანეთს, შემდეგ კი დელეგაციებს შორის გამართულ შეხვედრას დაესწრნენ.

შეხვედრაზე, უკრაინის ჩათვლით რეგიონალური საკითხები, უსაფრთხოებაზე და თავდაცვის ინდუსტრიაში თანამშრომლობის საკითხები იქნა განხილული. შეხვედრაზე ჰულუსი აქარმა განაცხადა, რომ თურქეთსა და ინგლისს შორის ურთიერთობა სტრატეგიული პარტნიორობის საფუძველზე გრძელდება ყველა სფეროში. თურქმა მინისტრმა შეხვედრაზე ასევე ისიც მტკიცედ აღნიშნა, რომ ყველა ტერორისტული ორგანიზაციების, მიმართ მათ შორის PKK/YPG-ს, DEAŞ-ის და FETÖ-ს წინააღმდეგ ბრძოლა თანაბრად უნდა განხორციელდეს.

ჰულუსი აქარმა ასევე განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტა უნდა გამოცხადდეს რაც შეიძლება მალე, რათა აღდგეს მშვიდობა და სტაბილურობა რეგიონში, უკრაინის დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერით და განაცხადა, რომ მარცვლეულის პრობლემის გადასაჭრელად მცდელობები გრძელდება.

მეორეს მხრივ, შეხვედრაზე მხარეებს შორის ასევე გამოითქვა შეთანხმება სამხედრო სასწავლო თანამშრომლობის საქმიანობის გაგრძელების შესახებაც.



მსგავსი ინფორმაციები