ჩავუშოღლუმ მნიშვნელოვანი განცხადებები გაკეთა

ჩავუშოღლუმ, შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გაკეთა

1847880
ჩავუშოღლუმ მნიშვნელოვანი განცხადებები გაკეთა

საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ როდესაც საქმე ეხება ერის უსაფრთხოებას, დათმობებზე წასვლის შესაძლებლობა არ არსებობს. ჩავუშოღლუმ მალათიაში, ერთ-ერთ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს, შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და რუსეთ-უკრაინის ომით გამოწვეულ მარცვლეულის კრიზისის შესახებ შეფასებები გააკეთა.

„როცა საქმე ეხება ჩვენი ერის უსაფრთხოებას, ჩვენ არ გვაქვს იმის შესაძლებლობა დათმობებზე წავიდეთ. აქ ჩვენ მტკიცედ ვდგავართ შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანების საკითხთან მიმართებაში. მათგან, ჩვენი მოლოდინები არ არის შეუძლებელი. ისინი მხარს უჭერენ ტერორიზმს. მათ ტერორისტებს გაუხსნეს ქვეყნის ყველა კარები და იცავენ კიდეც. ნებას აძლევენ მათ ყოველგვარ საქმიანობაზე. ფინანსურადაც უჭერენ მხარს. ამ ყველაფრით კი ისინი მხარს უჭერენ ბავშვების ტერორისტების მხრიდან წაყვანას. მეორეც მათ სურთ, რომ თავი აჩვენონ როგორც მოკავშირე ქვეყანა. ისინი ასევე თურქეთს მიიჩნევენ, როგორც მტერს. აწესებენ ემბარგოს თურქეთის მხრიდან ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ PKK და YPG ერთიდაიგივე ტერორისტული ორგანიზაციაა. თუ ასე გააგრძელებენ, ისინი ვერასოდეს გახდებიან ნატოს წევრი ქვეყნები“, განაცხადა ჩავუშოღლუმ.

საგარეო საქმეთა მინისტრმა პროგრამაზე სიტყვით გამოსვლის დროს, რუსეთ-უკრაინის ომით გამოწვეულ მარცვლეულის კრიზისზეც ისაუბრა და თქვა, რომ რუსეთიდან მარცვლეულის ექსპორტისთვის გზის გასახსნელად  მუშაობენ.



მსგავსი ინფორმაციები