ერდოღან-შერიფის პრესკონფერენცია

ერდოღან-შერიფის პრესკონფერენცია

1836324
ერდოღან-შერიფის პრესკონფერენცია

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი: „ჩვენ მზად ვართ კიდევ უფრო გავამყაროთ თურქეთ-პაკისტანის ურთიერთობები სტრატეგიული პერსპექტივით, რომელიც შეესაბამება ორი ქვეყნის ისტორიას, მეგობრობასა და პოტენციალს“.

პრეზიდენტმა ერდოღანმა ამის შესახებ, ოფიციალური ვიზიტით ანკარაში მყოფ, პაკისტანის პრემიერ-მინისტრ შაჰბაზ შერიფთან პრეზიდენტის სასახლეში გამართული პირისპირი შეხვედრის შემდეგ გამართული ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა.

პრეზიდენტმა ერდოღანმა პრესკონფერენციის დროს, თურქეთ-პაკისტანის ისტორიულ ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა: „ჩვენ არასოდეს დაგვვიწყებია და არც დავივიწყებთ სამხრეთ აზიელი მუსლიმების მხარდაჭერას ჩვენი დამოუკიდებლობისთვის ომის დროს. ჩვენ არასოდეს დაგვვიწყებია და არც დავივიწყებთ პაკისტანელი ქალების მხარდაჭერას, რომლებმაც შემოგვწირეს თავიანთი მზითევი და სამკაულები 1919-1923 წლებში. ჩვენი ურთიერთობა პაკისტანთან, 1947 წელს მოპოვებული დამოუკიდებლობის შედმეგ კიდევ უფრო ღრმავდება და ვითარდება. წელს თურქეთსა და პაკისტანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 75 წელი გავიდა. ჩვენ ყოველთვის ვთანამშრომლობდით და ახლაც ასე ვაგრძელებთ, როგორც რეგიონალურ ასევე საერთაშორისო საკითხებში. რაც შეეხება ორმხრივ სავაჭრო ბრუნვას, 2011 წლის შემდეგ პირველად გადააჭარბა 1 მილიარდ დოლარს. ახლა კი ჩვენი მიზანია, ეს რიცხვი 5 მილიარდი დოლარი გავხადოთ“.

პრესკონფერენციაზე პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ შესაძლებლობები და გამოწვევები ორივე ქვეყნის წინაშე ერთნაირია. შაჰბაზ შერფმა ასევე აღნიშნა, რომ პაკისტანი როგორც, ჩრდილოთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის, ასევე სხვა ლეგიტიმურ საკითხებში ანკარას სრულ მხარდაჭერას უცხადებს და ასე გააგრძელებს მომავალშიც.



მსგავსი ინფორმაციები