ჩავუშოღლუ თელ-ავივში ისრაელ-თურქეთის ბიზნეს საბჭოს წევრებს შეხვდა

ჩავუშოღლუ ისრაელის დედაქალაქ თელ-ავივში, სადაც ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაემგზავრა, ისრაელ-თურქეთის ბიზნეს საბჭოს წევრებს შეხვდა

1833078
ჩავუშოღლუ თელ-ავივში ისრაელ-თურქეთის ბიზნეს საბჭოს წევრებს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ ისრაელის დედაქალაქ თელ-ავივში, სადაც ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაემგზავრა, ისრაელ-თურქეთის ბიზნეს საბჭოს წევრებს შეხვდა.

მევლუთ ჩავუშოღლუმ აქ სიტყვით გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ თურქეთსა და ისრაელს შორის ორმხრივმა სავაჭრო მოცულობამ, რომელიც ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ეპიდემიის პირველ პერიოდში 6 მილიარდ დოლარს შეადგენდა, 2021 წელს, დაახლოებით 30 პროცენტიანი ზრდით, 8 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აპრილში ყველაზე მეტი ორმხრივი ფრენები თელ-ავივის ბენ გურიონის აეროპორტში სტამბოლიდან განხორციელდა და ისრაელთან არსებობს თანამშრომლობის სფეროები ტექნოლოგიების, ენერგეტიკისა და სუფთა ენერგიის, სოფლის მეურნეობისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების,  სამშენებლო სექტორში, სადაც თურქულ კომპანიებს თავიანთი გამოცდილებით შეუძლიათ წვლილი შეიტანონ.

ჩავუშოღლუმ ბიზნესმენებს მიმართა და თქვა: „თურქეთ-ისრაელის ურთიერთობებში აღმავლობისა და ვარდნის მიუხედავად, ჩვენი საქმიანი ურთიერთობები ყოველთვის ძლიერი იყო. ეს თქვენი ძალისხმევისა და თურქეთთან თქვენი კავშირების დამსახურებაა. პირობები უკეთესია ჩვენი ურთიერთობების ახალი ფურცლისთვის და მეტი პარტნიორობისთვის ჩვენს ბიზნესსაზოგადოებებს შორის“.

მინისტრმა ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთის ძლიერი ეკონომიკა, მოწინავე ინფრასტრუქტურა და კვალიფიციური სამუშაო ძალა მიმზიდველია ყველა პოტენციური ინვესტორისთვის.

„ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი გზავნილებს ისრაელის ბიზნეს საზოგადოებას მიაწვდით“. განაცხადა თურქმა მინისტრმა

საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩავუშოღლუმ, რომელიც ასევე ეწვია თურქეთელთა კავშირს ბატ იამში, ისრაელში ოფიციალური ვიზიტის შესახებ განაცხადა: "ჩვენ გამოვავლინეთ საერთო ნება, გავაუმჯობესოთ ჩვენი ურთიერთობები ყველა სფეროში. გადავწყვიტეთ შევინარჩუნოთ ჩვენი ურთიერთობა, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს რთული დღეები."

ისრაელში თურქეთელთა კავშირის პრეზიდენტმა ოვი როდიტი გიულერშენმა თქვა, რომ იმედოვნებენ, თურქეთსა და ისრაელს შორის ბოლოდროინდელი ურთიერთობების ნორმალიზება ჩავუშოღლუს ვიზიტით კიდევ უფრო გაძლიერდება.



მსგავსი ინფორმაციები