ერდოღანი: „შვედეთის მიერ დაწესებული იარაღის ემბარგოს გვერდზე ვერ გადავდებთ“

ერდოღანი: „შვედეთის მიერ დაწესებული იარაღის ემბარგოს გვერდზე ვერ გადავდებთ“

1830885
ერდოღანი: „შვედეთის მიერ დაწესებული იარაღის ემბარგოს გვერდზე ვერ გადავდებთ“

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ შვედეთის მიერ თურქეთს მიმართ იარაღის შესყიდვაზე დაწესებული ემბარგოს გვერდზე ვერ გადადებენ. პრეზიდენტმა ამის შესახებ, გოლჯუქის გემთმშენებლობის სარდლობაში გამართულ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. პრეზიდენტმა ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთის მხრიდან დამზადებული ახალი ტიპის წყალქვეშა ნავები შთამბეჭდავია ტექნიკური მახასიათებლებით.

„ამ წლიდან ჩვენ ყოველწლიურად თითო წყალქვეშა ნავს დავუმატებთ ჩვენს საზღვაო ფლოტს. 2027 წლამდე კი ჩვენ მთლიანობაში 6 წყალქვეშა ხომალდი გვეყოლება. ჩვენს ქვეყანას მიღწეული წარმატებების საფასური აქვს გადახდილი. მაშინ, როდესაც ტერორისტული ორგანიზაცია დაეში, ჩვენი ქვეყნის მიმართ საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებზე თავდასხმებს ახორციელებდნენ, მათ საჰაერო თავდაცვის სისტემები მოხსნეს და წაიღეს. ასევე დიდი რაოდენობით იარაღის დახმარება გაუწიეს, სეპარატისტულ ტერორისტულ ორგანიზაცია PKK-ს. თურქეთს ტერორიზმის წინააღმდეგ 40-წლიან ბრძოლაში არასოდეს მიუღია შესაბამისი მხარდაჭერა და თანადგომა. რაც შეეხება, შვედეთის ნატოში გაწევრიანების განაცხადს, ჩვენი მხრიდან იარაღის შესყიდვასთან დაკავშირებით დაწესებულ ემბარგოს გვერდზე ვერ გადავდებთ. ჩვენ კვლავ ვესაუბრებით ჩვენს მოკავშირეებს სანქციების მოხსნაზე. ჩვენი მოლოდინები უნდა დაკმაყოფილდეს, კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას“, - განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.



მსგავსი ინფორმაციები