ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ სომხეთმა აზერბაიჯანთან დაკავშირებით კეთილგანწყობილ მიდგომებს უნდა უპასუხოს

მევლუთ ჩავუშოღლუმ გაეროს მიგრაციის მიმოხილვის საერთაშორისო ფორუმზე დასწრების შემდეგ აზერბაიჯანელი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა

1829541
ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ სომხეთმა აზერბაიჯანთან დაკავშირებით კეთილგანწყობილ მიდგომებს უნდა უპასუხოს

საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ სომხეთმა აზერბაიჯანთან დაკავშირებით კეთილგანწყობილ მიდგომებს უნდა უპასუხოს.

„ჩვენ ვხედავთ, რომ სომხეთის ხელისუფლება ზეწოლას განიცდის შიგნით რადიკალებისგან და გარეთ დიასპორისგან“. - აღნიშნა მინისტრმა.

მევლუთ ჩავუშოღლუმ გაეროს მიგრაციის მიმოხილვის საერთაშორისო ფორუმზე დასწრების შემდეგ აზერბაიჯანელი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

მისი თქმით, აზერბაიჯანმა აჩვენა, რომ სურს მშვიდობა რეგიონში (ყარაბაღის) გამარჯვების შემდეგ და რომ სომხეთს ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმება  შესთავაზეს.

ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ მოგვიანებით დღის წესრიგში დადგა საზღვრების დადგენის ერთობლივი კომისიის შექმნა, ამ საკითხებზე ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში გამართულ შეხვედრებზე  შეთანხმება იქნა მიღწეული და ერთობლივი სასაზღვრო კომისია შეიქმნა.

„მათ თქვეს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრებმა ჩაატარონ ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმების მოლაპარაკებები და ჩვენ ბედნიერები და კმაყოფილი ვიყავით“. - დასძინა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ აზერბაიჯანი ასევე მხარს უჭერს თურქეთსა და სომხეთს შორის მოლაპარაკებებს, რაც დადებითი ფაქტია და დაამატა: „ახლა ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ სომხეთმაც უნდა უპასუხოს ამ კეთილგანწყობილ მიდგომებს და მას ვამხნევებთ. ჩვენ ვხედავთ, რომ სომხეთის ხელისუფლება ზეწოლას განიცდის შიგნით რადიკალებისგან და გარეთ დიასპორისგან“.



მსგავსი ინფორმაციები