თურქეთ-აშშ-ს ერთობლივი განცხადება

საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის შეხვედრის შემდეგ ერთობლივი განცხადება გაკეთდა

1829306
თურქეთ-აშშ-ს ერთობლივი განცხადება

საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის შეხვედრის შემდეგ ერთობლივი განცხადება გაკეთდა, რომელშიც ნათქვამია: „თურქეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს გადაწყვეტილი აქვთ ერთად და მჭიდროდ იმუშაონ მიმდინარე გეოპოლიტიკური გამოწვევების წინააღმდეგ“.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჩავუშოღლუ და ბლინკენი ნიუ-იორკში თურქეთ-აშშ-ს სტრატეგიული მექანიზმის ფარგლებში შეხვდნენ, რათა დაადასტურონ ნატოს ორ მოკავშირესა და პარტნიორს, თურქეთსა და აშშ-ს შორის ძლიერი თანამშრომლობა.

"თურქეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს გადაწყვეტილი აქვთ ერთად და მჭიდროდ იმუშაონ მიმდინარე გეოპოლიტიკური გამოწვევების წინააღმდეგ. საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავუშოღლუ და სახელმწიფო მდივანი ბლინკენი მიზნად ისახავენ ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას ღია და კონსტრუქციული დიალოგის გზით, როგორც ეს თურქეთ-აშშ სტრატეგიული მექანიზმით არის გათვალისწინებული." - აღნიშნულია განცხადებაში.

იქვე ნათქვამია, რომ ორი მინისტრის შეხვედრაზე განიხილეს თავდაცვის, ტერორიზმთან ბრძოლის, ენერგეტიკისა და სასურსათო უსაფრთხოების, კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროებში თანამშრომლობის გაზრდისა და კომერციული კავშირების გაძლიერების მიმართულებით მეთოდები და კონკრეტული ნაბიჯები.

განცხადებაში აღნიშნულია: "მინისტრებმა ასევე დაადასტურეს მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი რუსეთის მიუღებელი ომის წინააღმდეგ. ამ კონტექსტში თურქეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს ომის დასრულებისთვის გამოსავლის პოვნის მხარდაჭერა".


საკვანძო სიტყვები: #განცხადება , #აშშ , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები