პრეზიდენტმა ერდოღანმა 19 მაისის დღესასწაულისადმი მიძღვნილი მესიჯი გამოაქვეყნა

პრეზიდენტმა ერდოღანმა 19 მაისის ათათურქის ხსოვნის, ახალგაზრდობისა და სპორტის დღესასწაულისადმი მიძღვნილი მესიჯი გამოაქვეყნა

1829244
პრეზიდენტმა ერდოღანმა 19 მაისის დღესასწაულისადმი მიძღვნილი მესიჯი გამოაქვეყნა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 19 მაისის ათათურქის ხსოვნის, ახალგაზრდობისა და სპორტის დღესასწაულისადმი მიძღვნილი მესიჯი გამოაქვეყნა.

პრეზიდენტი ერდოღანი თავის გზავნილში აღნიშნავს, რომ გაზი მუსტაფა ქემალ ათათურქის მიერ თურქი ახალგაზრდებისთვის მიძღვნილი 19 მაისი არის თარიღი, როდესაც ერის მონდომება და დამოუკიდებლობის სიყვარული გამოუცხადეს მსოფლიოს და გაცოცხლდა წინააღმდეგობის სული.

მან აღნიშნა, რომ 1919 წლის 19 მაისს თურქი ერი ერთად აღდგა კოლონიალური საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ, ჩაერთო ყოვლისმომცველ ბრძოლაში უკანასკნელი და მარადიული თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფოს შესაქმნელად, გამოავლინა ეპიკური გმირობა და საბოლოოდ მიაღწია დალოცვილ გამარჯვებას.

„დღეს, ისტორიიდან მიღებული ძალითა და დამოუკიდებლობის სულისკვეთებით მივდივართ მომავლისკენ, ვიბრძვით მათ წინააღმდეგ, ვისაც სურს ხელი შეუშალოს თურქეთის განვითარებას და ზრდას. ვინარჩუნებთ ენთუზიაზმს დიდი და ძლიერი ქვეყნის აშენებისთვის და ამ გზაზე ყველაზე მნიშვნელოვან ძალას, ჩვენს ახალგაზრდობას მხარს ვუჭერთ ყველა სფეროში და მათ შესაძლებლობებს ვთავაზობთ.”- განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ისინი ამაყობენ, რომ ხედავენ ახალგაზრდებს წინა ხაზზე თურქეთის ყველა სფეროში, განათლებიდან სპორტამდე, უსაფრთხოებიდან პოლიტიკამდე, ვაჭრობიდან ხელოვნებამდე.

„ჩვენ გავაგრძელებთ ახალგაზრდებთან ერთად სვლას, რათა განვახორციელოთ ჩვენი ქვეყნის 2023 მიზნები და 2053 წლის ხედვა. ამ ფიქრებით კიდევ ერთხელ გილოცავთ 19 მაისის ათათურქის ხსოვნის, ახალგაზრდობისა და სპორტის დღესასწაულს და პატივისცემით ვიხსენებ გაზი მუსტაფა ქემალ ათათურქის თაოსნობით  დამოუკიდებლობის ომის ყველა გმირს“. - აღნიშნა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.



მსგავსი ინფორმაციები