მევლუთ ჩავუშოღლუ აშშ-ში იმყოფება

ნიუ-იორკში მყოფი ჩავუშოღლუ „თურქულ სახლში“ თურქულ-ამერიკული საზოგადოების წევრებს შეხვდა

1828692
მევლუთ ჩავუშოღლუ აშშ-ში იმყოფება

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, დაინახეს, რომ არსებობდნენ ქვეყნები, რომლებსაც სურთ 24 თებერვალს დაწყებული ომის გაგრძელება რუსეთსა და უკრაინას შორის და ამის საფასურს უკრაინისა და რუსეთის მოსახლეობა იხდის.

ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ნიუ-იორკში მყოფი ჩავუშოღლუ „თურქულ სახლში“ თურქულ-ამერიკული საზოგადოების წევრებს შეხვდა.

მისი თქმით, რომ ეგონათ, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ეპიდემია დასრულდა, უკრაინაში ომი დაიწყო და რეგიონში პრობლემები კვლავ გაგრძელდა.

„ასეთ დროს, ლიდერობის ხედვას და საღ აზრს ოქროს ფასი აქვს. ეს აშკარად გამოჩნდა უკრაინის ომში. პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ხელმძღვანელობით, ჩვენი აქტიური და პრინციპული საგარეო პოლიტიკით ამ რთულ დღეებში ვაგრძელებთ გზას და პოლიტიკას, რომელსაც ჩვენ მივყვებით ამ პროცესში, ყველა ხედავს და აფასებს."-აღნიშნა თურქმა მინისტრმა.

ჩავუშოღლუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ცეცხლის შეწყვეტა რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს და თურქეთი გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტიერეშთან ერთად მუშაობს მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაზე.

ჩავუშოღლუმ ისაუბრა ჰუმანიტარულ საკითხებზე გაეროს გენერალური მდივნის მიერ შეთავაზებულ გაეროს, თურქეთის, რუსეთისა და უკრაინისგან შემდგარ საკონტაქტო ჯგუფზე და დაამატა: „უახლოეს დღეებში ასევე ვგეგმავთ ტექნიკური დონეზე შეხვედრის ჩატარებას“.



მსგავსი ინფორმაციები