პრეზიდენტი ერდოღანი შვედეთს და ფინეთს აკრიტიკებს

პრეზიდენტი ერდოღანი შვედეთს და ფინეთს აკრიტიკებს

1827910
პრეზიდენტი ერდოღანი შვედეთს და ფინეთს აკრიტიკებს

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შვედეთის და ფინეთის ნატოში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებით, მომავალი კვირის ორშაბათ დღეს, ზემოთ ხსენებული ქვეყნების დიპლომატების, ანკარაში ვიზიტთან დაკავშირებით შეფასებები გააკეთა და აღნიშნა: „თურქეთში, ჩვენს დასარწმუნებლად ჩამოდიან? მაპატიეთ, მაგრამ თავი არ დაიღალონ“.  

პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნული შეფასება, გუშინ ოფიციალური ვიზიტით ანკარაში მყოფ, ალჟირის პრეზიდენტ აბდელმაჯიდ ტებუნისთან გამართული პირისპირი შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა.

„ორივე ქვეყანას არცერთი ტერორისტული ორგანიზაციების მიმართ არ აქვს მკაფიო და ღია დამოკიდებულება. როგორ შეგვიძლია ვენდოთ ჩვენ, მათ? როგორც გავიგეთ მომავალი კვირის ორშაბათ დღეს თურქეთში ჩამოდიან. ისინი მოდიან ჩვენს დასარწმუნებლად? მაპატიეთ, მაგრამ თავი არ დაიღალონ. უპირველეს ყოვლისა, ქვეყნები, რომლებიც თურქეთის მიმართ სანქციებს აწესებენ, უსაფრთხოების ორგანიზაციაში მათ გაწევრიანებასთან დაკავშირებით ჩვენ არ ვიტყვით ‘დიახ’“.

შეგახსენებთ, რომ შვედეთისა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ენ ლინდემ და პეკა ჰაავისტომ განაცხადეს, რომ მათი ქვეყნების ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გასამართად თურქეთში უნდა ჩამოვიდნენ.



მსგავსი ინფორმაციები