ალჟირის პრეზიდენტი ანკარას ეწვია

აბდულმეჯიდ ტებუნი, პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის, მოწვევით გუშინ საღამოს დედაქალაქ ანკარაში ჩამოვიდა

1827296
ალჟირის პრეზიდენტი ანკარას ეწვია

ალჟირის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის პრეზიდენტი, აბდულმეჯიდ ტებუნი, პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის, მოწვევით გუშინ საღამოს დედაქალაქ ანკარაში ჩამოვიდა.

პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატის განცხადებით, 15-17 მაისის ვიზიტის ფარგლებში, თურქეთ-ალჟირის თანამშრომლობის უმაღლესი საბჭოს პირველი შეხვედრა დედაქალაქ ანკარაში ერდოღანისა და ტებუნის თავმჯდომარეობით გაიმართება.

თურქეთ-ალჟირის ბიზნეს და საინვესტიციო ფორუმს, რომელიც ხვალ სტამბოლში გაიმართება, ვიცე-პრეზიდენტი ფუატ ოქტაი და ტებუნი უხელმძღვანელებენ.


საკვანძო სიტყვები: #პრეზიდენტი , #თურქეთი , #ალჟირი

მსგავსი ინფორმაციები