ერდოღან-ტოკაევის ერთობლივი პრესკონფერენცია

ერდოღან-ტოკაევის ერთობლივი პრესკონფერენცია

1825079
ერდოღან-ტოკაევის ერთობლივი პრესკონფერენცია

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ყაზახეთთან ურთიერთობებს, წარსულში აგებული ძლიერი ხიდის საშუალებით სამომავლოდაც გააგრძელებენ. პრეზიდენტმა ერდოღანმა ამის შესახებ, გუშინ ოფიციალური ვიზიტით ანკარაში მყოფ, ყაზახეთის პრეზიდენტთან კასიმ ჟომარტ-ტოკაევთან გამართული პირისპირ შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა. პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა, რომ წელს ყაზახეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელი გავიდა რა, პრეზიდენტ ტოკაევის მხრიდან ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავებასთან დაკავშირებით გაწეული სამუშაოები, მართლაც და მისასალმებელია.

„ჩვენ, ყველა ვითარებაში და პირობებში, ჩვენი ყაზახი ძმების გვერდით ვიქნებით. ჩვენს შორის ურთიერთობებს, წარსულში აგებული ხიდის გამაგრებით გავაგრძელებთ. თურქეთ-ყაზახეთის ვაჭრობის მოცულობა 58 პროცენტით გაიზარდა და 5,3 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. იმედია, ერთად გადადგმული ნაბიჯებით ამ ციფრს, 10 მილიარდ დოლარამდე გავზრდით. ჩვენ და ყაზახეთი, როგორც თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციაში, ასევე გაეროს და სხვა მრავალ პლატფორმაზე მჭიდროდ ვთანამშრომლობთ“, განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.

ერთობლივ პრესკონფერენციაზე ყაზახეთის პრეზიდენტმა განაცხადა:  „ჩემ ძმას, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს წმინდა ანატოლიის მიწებზე მოპატიჟებისთვის მადლობა მინდა გადავუხადო. დღეს ჩვენ გვქონდა ვრცელი დისკუსია ბევრ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე. პრეზიდენტი ერდოღანი გავლენიანი და პატივსაცემი პოლიტიკოსია. ამიტომ, მათი იდეები ასე ღირებულია. ყაზახეთი და თურქეთი საერთო ფესვების მქონე მოძმე სახელმწიფოებია. თურქეთის მხრიდან ჩვენი ქვეყნის მიმართ არასოდეს გვსმენია უარყოფითი განცხადებები და არ გვინახია არასასიამოვნო ნაბიჯები. დღემდე ასე მოვიდა და ასე გაგრძელდება სამომავლოდაც“.



მსგავსი ინფორმაციები