მევლუთ ჩავუშოღლუ ლათინური ამერიკის ტურნეს აგრძელებს

მევლუთ ჩავუშოღლუ ლათინური ამერიკის ტურნეს აგრძელებს

1820307
მევლუთ ჩავუშოღლუ ლათინური ამერიკის ტურნეს აგრძელებს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ისინი მნიშვნელოვან პარტნიორად ხედავენ პანამას, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს რეგიონში თავისი დიპლომატიური, კომერციული და ეკონომიკური შესაძლებლობებით.

მევლუთ ჩავუშოღლუ ოფიციალური ვიზიტით ჩასულ პანამაში, ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ ერიკა მუინის შეხვდა. შეხვედრის შემდეგ კი  ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, რომელზეც ჩავუშოღლუმ განაცხადა: „ჩვენი ორმხრივი ვაჭრობის მოცულობა გასულ წელს 50 პროცენტით გაიზარდა და 323 მილიონ დოლარს მიაღწია. ჩვენ ვხედავთ პანამას, როგორც მნიშვნელოვან პარტნიორს, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს თავის რეგიონში თავისი დიპლომატიური, კომერციული და ეკონომიკური შესაძლებლობებით. თურქეთი და პანამა ორი ტურისტული ქვეყანაა. ჩვენ ასევე შევთანხმდით, რომ თურქეთის ავიახაზები (THY) განახორციელებს უწყვეტ პირდაპირ რეისებს პანამასა და სტამბულს შორის. ჩვენ ასევე შევთანხმდით, განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხზე, რომლის ფარგლებშიც პანამის უნივერსიტეტში თურქული ენის სწავლებაც დაიწყება“.

პრესკონფერენციაზე, ერიკა მუინისმა განაცხადა: „მინდა განვაცხადო, რომ ბატონი ჩავუშოღლუს ჩვენს ქვეყანაში ვიზიტის ფარგლებში განვიხილავთ ეკონომიკის, ვაჭრობის და სხვა მრავალ სფეროში თანამშრომლობა, რომელიც ჩვენს ქვეყნებს სარგებელს მოუტანს. შეხვედრაზე ჩვენ ასევე განვიხილეთ მნიშვნელოვანი გლობალური საკითხები“.  

მევლუთ ჩავუშოღლუმ პანამაში გამართული შეხვედრების შემდეგ ლათინური ამერიკის ტურნეს ბოლო გაჩერება, ვენესუელაში გაემგზავრა.



მსგავსი ინფორმაციები