რეჯეფ თაიფ ერდოღან-ისააკ ჰერცოგს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

რეჯეფ თაიფ ერდოღან-ისააკ ჰერცოგს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

1814720
რეჯეფ თაიფ ერდოღან-ისააკ ჰერცოგს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღამა, ისრაელის პრეზიდენტთან ისააკ ჰერცოგთან სატელეფონო საუბარი გამართა. სატელეფონო საუბრის დროს, ისრაელის რადიკალური ჯგუფებისა და უსაფრთხოების ძალების მიერ პალესტინაში ჩადენილი ქმედებები იქნა განხილული. სატელეფონო საუბართან დაკავშრებით სოციალური მედიის მეშვეობით განცხადების გამკეთებელმა პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ ალ-აქსას მეჩეთის სტატუსის და სულიერების წინააღმდეგ ნებისმიერი პროვოკაციული ქმედება აღკვეთილ უნდა იქნეს.

ამავე ინფორმაციით, პრეზიდენტმა ერდოღანმა სატელეფონო საუბრის დროს, იმაზე გაამახვილა ყურადღება, რომ მიმდინარე წლის რამაზნის (მარხვის) თვეში იორდანეს დასავლეთ სანაპიროსა და ალ-აქსას მეჩეთის გარშემო მომხდარი ინციდენტების დროს 400-მდე პალესტინელი დაშავდა, ხოლო 18 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არიან ბავშვებიც.

„ვწუხვართ, გუშინ და წინა დღეს დილის ლოცვის შემდეგ ფანატიკოსი ჯგუფების მხრიდან მომლოცველების დარბევის გამო. მომხდარმა ფაქტებმა დაძაბულობა გამოიწვია ღაზაში. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჩემს მოწოდებას, რომ მაქსიმალური ძალისხმევა შევინარჩუნოთ ამ კურთხეული ადგილის (ალ-აქსას მეჩეთი) სულიერებისა და სიწმინდის შესანარჩუნებლად. როგორც თურქეთი ყოველთვის გავაგრძელებთ მშვიდობის შესანარჩუნებლად შესაბამის მუშაობას“, განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა, ისააკ ჰერცოგთან გამართული სატელეფონო საუბრის დროს.



მსგავსი ინფორმაციები