პრეზიდენტი ერდოღანი ალ-აქსას მეჩეთში მიმდინარე მოვლენებს გამოხმაურა

პრეზიდენტი ერდოღანი ალ-აქსას მეჩეთში მიმდინარე მოვლენებს გამოხმაურა

1814224
პრეზიდენტი ერდოღანი ალ-აქსას მეჩეთში მიმდინარე მოვლენებს გამოხმაურა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ პარტიის (სამართლიანობის და განვითარების პარტიის) ცენტრალურ ოფისში ტრადიციულ ელჩების იფთრის პროგრამაზე სიტყვით გამოვიდა რა დროსაც, ისრაელის ჯარისკაცების მხრიდან, ალ-აქსას მეჩეთში მომლოცველების მიმართ ჩადენილ ქმედებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა: „ჩვენ ვხედავთ, რაც ხდება ალ-აქსას მეჩეთშიში. ეს ჩვენთვის ნამდვილად დამამწუხარებელი ფაქტებია. იმედი მაქვს, რომ ამის შემდგომ პროცესში მსგავსი ფაქტები აღარ იქნება. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი პალესტინელი ძმებისა და დების გვერდში დგომას რა, ასევე დავიცავთ უმას ამ სისხლიან ტანჯვას, პალესტინის საკითხს“.

შეგახსენებთ, რომ ფანატიკოსი ებრაელები, ფესახის დღესასწაულისთვის, რომელიც ერთი კვირა გრძელდება, ისრაელის პოლიციის მფარველობის ქვეშ მყოფ ალ-აქსას მეჩეთზე ხშირად ახორციელებენ თავდასხმებს, რის გამოც ხშირად ხდება დაპირისპირება პალესტინელებსა და ისრაელის სამართალდამცველებს შორის.



მსგავსი ინფორმაციები