ჩრდილოეთ ერაყში ერთი თურქი ჯარისკაცი დაიღუპა

ჰაქქარიში მორიგი ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო

1814219
ჩრდილოეთ ერაყში ერთი თურქი ჯარისკაცი დაიღუპა

თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ, ერაყის ჩრდილოეთში წარმოებული „კლანჭი-ბლოკირება“ სახელწოდების ანტიტერორისტული ოპერაციის დროს, ხელნაკეთი ასაფეთქებელი ნივთიერების აფეთქების შედეგად ერთი თურქი ჯარისკაცი შეჰიდი (მოწამე) გახდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, ეროვნული თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტრო თავის განცხადებაში, შეიარაღებულ ძალებს და დაღუპულის ოჯახსაც სამძიმარს უცხადებს.

მეორეს მხრივ, შინაგან საქმეთა სამინისტროდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჰაქქარიში სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია, PKK-ს წინააღმდეგ „ერენ-ბლოკირება 2“ სახელწოდების ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო, რომელშიც უსაფრთხოების ძალების 654 პერსონალია ჩართული.   



მსგავსი ინფორმაციები