ჩავუშოღლუ-კულებას შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

ჩავუშოღლუ-კულებას შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

1789531
ჩავუშოღლუ-კულებას შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

თურქეთის საგარეო საქმეთა  მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ თავის უკრაინელ კოლეგა, დმიტრო კულებას ტელეფონით ესაუბრა. საგარეო საქმეთა სამინისტროდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სატელეფონო საუბრის დროს, ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთი მოხარულია, რუსეთსა და უკრაინას შორის, რეგიონულ დონეზე, მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის ჰუმანიტარული დერეფნის შექმნასთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებაზე.

ამავე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს დერეფანი მოქალაქეებს ევაკუაციის საშუალებას მისცემს, ის ასევე ხელს შეუწყობს ჰუმანიტარული დახმარების მიღწევას ამ რეგიონებში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ინტერვენცია 24 თებერვალს დაიწყო.

ცნობისათვის, რუსეთ-უკრაინას შორის გუშინ გამართულ მეორე შეხვედრაზე, მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის რეგიონული ჰუმანიტარული დერეფნის შექმნაზე შეთანხმდნენ.



მსგავსი ინფორმაციები