პრეზიდენტ ერდოღანის მორიგი შეფასება რუსეთ-უკრაინის კრიზისზე

პრეზიდენტ ერდოღანის მორიგი შეფასება რუსეთ-უკრაინის კრიზისზე

1785432
პრეზიდენტ ერდოღანის მორიგი შეფასება რუსეთ-უკრაინის კრიზისზე

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ უკრაინის საკითხთან მიმართებაში  სამწუხაროდ, ევროკავშირმა და დასავლურმა მენტალიტეტმა სერიოზული და გადამწყვეტი პოზიცია არ დაიკავა. პრეზიდენტმა ამის შესახებ, სტამბოლში პარასკევის ლოცვის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრის დროს, რუსეთის მხრიდან უკრაინაზე განხორციელებული სამხედრო ინტერვენციის შეფასების დროს განაცხადა.

„ეს არ უნდა გადაიზარდოს უბრალო გმობაში, ნატომ უფრო გადამწყვეტი ნაბიჯი უნდა გადადგას. უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ევროკავშირს, ისევე როგორც ყველა დასავლურ მენტალიტეტს, სერიოზული და გადამწყვეტი პოზიცია არ აქვს. უკრაინას უამრავ რჩევას აძლევენ, მაგრამ არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულა. რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ნატოს დღევანდელ სამიტზე, ვნახავთ. დასავლეთი, რომელიც დღემდე უამრავი რჩევით შემოიფარგლება, იგივეს აგრძელებს“, - განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.

მან, ჟურნალისტებთან საუბრის დროს, უკრაინაში თურქების ევაკუაციასთან დაკავშირებით  განაცხადა, რომ საჰაერო ტრანსპორტი არ არის უსაფრთხო და ევაკუაცია ხდება სახმელეთო გზით რა, მათი მოქალაქეების ევაკუაციისთვის, როგორც საელჩო, ასევე საკონსულოც შესაბამის ნაბიჯებს დგამს.



მსგავსი ინფორმაციები