ერდოღანმა და ზელენსკიმ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს

ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ პრეზიდენტებმა ერდოღანმა და ზელენსკიმ პრესკონფერენცია გამართეს

1773139
ერდოღანმა და ზელენსკიმ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, რომელიც თურქეთსა და უკრაინას შორის უმაღლესი დონის სტრატეგიული საბჭოს მეათე შეხვედრაზე დასასწრებად უკრაინის დედაქალაქ კიევში გაემგზავრა, მარინსკის სასახლეში პრეზიდენტ ზელენსკის შეხვდა.

ლიდერების პირისპირ შეხვედრის შემდეგ ორ ქვეყანას შორის ხელშეკრულებების ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ პრეზიდენტებმა ერდოღანმა და ზელენსკიმ პრესკონფერენცია გამართეს.

„ორი წლის შემდეგ მოხარული ვარ, რომ ვესტუმრე ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ უკრაინას. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ყირიმის ჩათვლით უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. თურქეთი მზად არის უმასპინძლოს ლიდერების (უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი და რუსეთის პრეზიდენტი პუტინი) შეხვედრას.“-აღნიშნა ერდოღანმა.

მან განაცხადა, რომ თურქეთი მზადაა თავისი წვლილი მისია შეასრულოს შავ ზღვაზე მის მეზობელ ორ მეგობარ ქვეყანას შორის არსებული კრიზისის დასრულებაში.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათ განიხილეს ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება გადაიდგას ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის მოცულობის 10 მილიარდ დოლარამდე გაზრდის მიზნით და დაამატა: „შეთანხმებები, რომლებიც ჩვენ გავაფორმეთ, სიმბოლოა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის წინსვლის ნებისისა.“

„შეთანხმება, რომელიც დღეს გავაფორმეთ, გააფართოვებს Baykar-ის უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებას უკრაინაში. მინდა მადლობა გადავუხადო თურქეთს და პრეზიდენტ ერდოღანს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ჩვენ ასევე მადლობას ვუხდით თურქეთს უკრაინა-რუსეთს შორის ომის თავიდან აცილების გზაზე შუამავლის როლისთვის.“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.



მსგავსი ინფორმაციები