მევლუთ ჩავუშოღლუ ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ტელეფონით ესაუბრა

მევლუთ ჩავუშოღლუ ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ტელეფონით ესაუბრა

1758976
მევლუთ ჩავუშოღლუ ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ტელეფონით ესაუბრა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ, ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მუხტარ ტილეუბერდის ტელეფონით ესაუბრა. სატელეფონო საუბრის დროს, ყაზახეთში განვითარებული ბოლო მოვლენები განიხილეს. სატელეფონო საუბრის დროს, ჩავუშოღლუმ კიდევ ერთხელ აღუთქვა თავის კოლეგას თურქეთის მხარდაჭერა ყაზახეთისადმი.

შეგახსენებთ, რომ ყაზახეთის ხელისუფლებამ მიმდინარე წლის დასაწყისში თხევადი აირის (LNG) ფასის მნიშვნელოვანი ზრდის შესახებ განაცხადა, რასაც ქვეყანაში საპროტესტო აქციები მოჰყვა. მასშტაბური დემონსტრაციების ფონზე პრეზიდენტმა თოყაევმა მთავრობის გადადგომის გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი. ამის მიუხედავად საპროტესტო აქციები ქვეყანაში კვლავ გაგრძელდა. მოვლენების განვითარების ფონზე პრეზიდენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.



მსგავსი ინფორმაციები