პრეზიდენტმა ერდოღანმა MAS-ICNA კონგრესზე მესიჯი გააგზავნა

პრეზიდენტმა ერდოღანმა MAS-ICNA კონგრესზე მესიჯი გააგზავნა

1753424
პრეზიდენტმა ერდოღანმა MAS-ICNA კონგრესზე მესიჯი გააგზავნა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ისლამოფობიის, ქსენოფობიისა და კულტურული რასიზმის წინააღმდეგ კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს ბრძოლა. პრეზიდენტმა ერდოღანმა ამის შესახებ, ამერიკელი მუსლიმანური სათვისტომოების გაერთიანების MAS-ICNA კონგრესზე გაგზავნილ, ვიდეოგზავნილში აღნიშნა.

„მუსლიმებს მშვიდობის მიღწევა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლებათ, თუ ისინი ერთმანეთში გაერთიანდებიან. ყურანში ჩვენი უფალი გვაძლევს სასიხარულო ამბავს, რომ ყოველი სირთულის შემდეგ აუცილებლად არის გამოსავალი.  ჩვენმა ერთ-ერთმა სულიერმა ლიდერმა, მევლანამ სიტყვასიტყვით განმარტა ჩვენი უფლის ეს სასიხარულო ცნობა და თქვა: „სასოწარკვეთილების შემდეგ ბევრი იმედია, სიბნელის შემდეგ კი ბევრი მზეა“. ჩვენ მოწმენი გავხდით ამ მოვლენის როგორც ჩვენს პოლიტიკურ და ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ერისთვის და მორწმუნეებისთვის ბრძოლაში. მიუხედავად იმისა, რომ სიძნელეებისა და გაჭირვების წინაშე ვდგებოდით, ყოველთვის ვპოულობდით გამოსავალს. მე იმედი მაქვს, რომ კოვიდ-19-ის პანდემიის შემდეგ ყველაფერი უფრო გაადვილებული იქნება. მაგრამ, ჩვენ კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სოლიდარობა ისეთი მოძრაობების წინააღმდეგ, როგორიცაა ისლამოფობია, ქსენოფობია და კულტურული რასიზმი, რომლებიც საგრძნობლად გაიზარდა ეპიდემიასთან ერთად. მუსლიმებს შეუძლიათ მშვიდობის მიღწევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ერთნი იქნებიან. ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ ჩვენი ამქვეყნიური ძმობა დაზიანდეს ჩვენი ეთნიკური და კულტურული განსხვავებების გამო. მიუხედავად მათი წარმოშობისა, კანის ფერისა, ტომის, კულტურის, სექტისა თუ აღმსარებლობისა, ყველა მუსლიმი ძმებია. ამიტომ ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ისლამში არ აქვს ადგილი, რასიზმს, ტერორიზმს და ნაციონალიზმს. ყველანი ერთი ვართ,“ განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.



მსგავსი ინფორმაციები